თსუ იმეილი (TSU mail)

TSU მაილი


ვისაც უნდა შესვლა "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" email-ზე, აგერ ინფორმაცია:


თსუ-ს იმეილში შესვლა ხდება gmail.com-ზე:
იუზერი და პაროლი ეწერება თქვენს sms.tsu.ge პროფილში მთავარ გვერდზე. თუ არადა, ეს იუზერი და პაროლი შეიძლება გქონდეთ.

*იუზერი: saxeli.gvariXXX@eab.tsu.edu.ge ( ლათინური ასოებით აკრიფეთ სახელი და გვარი, შემდეგ მიუწერეთ წერტილი, შემდეგ კი მიუწერეთ თქვენი პირადი ნომერის ბოლო 3 ციფრი.)
*პაროლი: XXXXXXXX ( პაროლად თქვენი 11 ციფრიანი პირადობის ნომერია. მარა თუ პირადობის ნომერი იწყება "ნულით", მაშინ ნულის აკრეფა არაა საჭირო, არამედ მხოლოდ დანარჩენი 10 ციფრია საჭირო)


და შეხვალთ თქვენს თსუ მაილზე.

(პირველად როცა შეხვალთ, ეგრევე შეცვალეთ პაროლი სხვა სასურველი პაროლით)

მეორადი ლეპტოპები, კომპიუტერული ტექნიკა

მეორადი ნოუთბუქები,კომპიუტერული ტექნიკა

, რამოდენიმე სხვადასხვა კომპანია, მაღაზია თუ კერძო პირი ყიდის:
- mymarket.ge
- 596022233 (კერძო პირი. მეორადი ლეპტოპები )
- 593191235 (კერძო პირი??. ყიდის მეორადებს. results)
- 557112111 ან 577053575 (ერთიდაიმავეა. აქვს მეორადი ნოუთბუქები.)
- aceelectronics.ge ან FACEBOOK [595366776(გაყიდვები) ან 2761598(ოფისი) ]
- mkphoto.ge ან FACEBOOK [ 597241142 ]
- 222559; 599292852 (მეორადი კომპიუტერული ტექნიკა. ჭავჭავაძის #46)
- PC EXPRESS მაღაზია (ძმები კაკაბაძეების #2; რუსთაველზე Mcdonalds-ის წინ): მეორადი კომპიუტერული ტექნიკა.
- 557 434273 (კერძო პირი. ყიდის მეორადებს)

უფასო სტომატოლოგები

უფასო სტომატოლოგიური მომსახურება (პრაქტიკანტები)


ამ გვერდზე ჩამოვწერ ყველა "უფასო" სტომატოლოგიურ მომსახურებებს. ვგულისხმობ - სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, გარკვეულ ეტაპზე იწყებენ მუშაობას პრაქტიკანტებად, და ამ დროის მანძილზე ისინი (გამოცდილების მიღების გამო) ხშირ შემთხვევაში უფასოდ აწარმოებენ სტომატოლოგიურ მომსახურეობას.
(ხარისხის გარანტიას რათქმაუნდა ვერავინ მოგცემთ, მაგრამ გააჩნია რა გესაჭიროებათ, და გააჩნია ასევე პრაქტიკანტის სიყოჩაღესაც.)

მოკლედ, აგერ ჩამოვწერ სიას:

რჩევები მოპედის შესახებ (ყიდვისას)

* არსებობს სხვადასხვა მოპედები "ძრავის მოცულობის" : 50 კუბიანი(0.05), 100 კუბიანი(0.1) და ა.შ.
------ ამჟამად 50 კუბიან მოპედებს მართვის მოწმობა არ ჭირდებათ (2015წ). მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 60კმ/სთ აქვთ.
* შეამოწმეთ 100 კილომეტრზე რამდენ ლიტრს წვავს (წესით 3 ლიტრია ნორმა).
* აუცილებლად იყიდეთ კასტა! უკასკოდ არ იყოთ! და "იაფიანი" კასკა კი არ აარჩიოთ, არამედ დაფიქრდით, რამდენ ლარად გიღირთ საკუთარი "თავი"? ხოდა იყიდეთ ხარისხიანი კასკა - ჯანმრთელობის ფასია, ერთხელ ყიდულობთ და ტუფტა არ იყიდოთ (ხლამი კასკა - ასფალტზე რომ დააგდო, ეგრევე რო ტყდება... ნუ, ხშირად ჩინურებიც უხარისხოა.. )
* აუცილებლად ქონდეს მოპედს სარკეები !
* გირჩევთ, და კარგი იქნება დაიმახსოვროთ: თვითონ მოპედის ტარება მაინცდამაინც სახიფათო არაა, იმიტო რომ ძალიან სწრაფადვე შუეძლია დატორმუზება. მაგრამ ხიფათი მოდის მანქანებიდან: როცა 100კმ-ით დადიან და ასეთი მანქანა ზურგს უკან მოგყვება, შორიდან შენ ჯერ კიდევ ვერ ამჩნევ მას, და შეიძლება ერთი ოდნავ მიუხვიო-მოუხვიო, და ამ დროს 2 წამში უკვე ის მანქანა შენთან გაჩნდება და შეიძლება დაგეჯახოს. ამიტომ, მოგატყუებთ, რო გითხრათ უხიფათო არის-თქო (მითუმეტეს საქართველოში) მაგით მოძრაობა-თქო.. თუმცა ძალიან ყურადღებით თუ იქნებით და თავის კონტროლს შეეცდებით, შეიძლება გამოგადგეთ.. მარა მაინც გაითვალისწინეთ რა, ავარიის დროს "მანქანა" კი არ ზიანდება, არამედ მოპედის მძღოლი.. ასევე, სველ ან სილიან ასფალტზე სიარულისას ფრთხილად იყავით, არ მოცუდრეს, განსაკუთრებით მოსახვევში..
* "გრუჩიტელი" ხმაურიანი არ ქონდეს - გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მოგიწევთ თვეები გაატაროთ თქვენ მოპედზე.. თქვენს ირგვლივ სხვა ადამიანებზეც იზრუნე, რომ არ შეაწუხო ისინი შენი არსებობით, და მისვლა-მოსვლის დროს სხვები ხმაურით არ შეწუხდნენ.. ეცადეთ, რაც შეიძლება ჩუმი მოპედი იყოს. გაუწიეთ ანგარიში სხვა ადამიანების სიმშვიდეს..
* ბორბლები კარგ მდგომარეობაში ქონდეს.
* ბენზინის მაჩვენებელი უმუშავებდეს,რომ მიხვდეთ რამდენი ლიტრია დარჩენილი.. თუარადა, ყოველთვის გაწვალებული იქნებით.
* არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სხვა ადამიანების გაქურდვა. სამწუხაროა, მარა რას ვიზამთ... თქვენი მოპედის დასაცავად შეგიძლიათ გამოიყენოთ - /bike-gps-tracker


====
სხვა:
- მოპედის შეკეთება
- მოპედის აჩქარება

ბუასილის მკურნალობა



* მეოთხე სტადიას ჭირდება ოპერაცია, სხვა ყველაფერი დროის ხარჯვაა, აზრი არ აქვს.
* ბუასილის დროს აუცილებელია დიეტაზე ყოფნა, განსაკუთრებით ბოჭკოვანი საკვები ( • 25 grams a day for women and 38 grams a day for men — in their diet. Studies have shown that over-the-counter fiber supplements, such as Metamucil and Citrucel, improve overall symptoms and bleeding from hemorrhoids. These products help keep stools soft and regular. )
* ჯავახიშვილი ნადია ამზადებს მალამოს.. შველისო ისეთებსაც, ნაწლავები გარეთ რომ არისო გამოსული. (მისამართია გლდანის I მიკრო, 7 კორპუსი, I სადარბაზო,III სართული )


* ზოგიერთი სხვა დაავადების მკურნალობები (rayofa.com-საგან)

wamlis-migeba-chamis-shemdeg-win

ჭამის წინ - ჭამის შემდეგ


ხშირად ამბობენ წამლებზე:
"მიიღეთ ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე".... ანდა ......"ჭამიდან 2 საათის შემდეგო."
ყოველთვის ეს ასე არ შეიძლება ითქვას, რადგან ადამიანს გონია, რომ აი, მაგალითად, 2 საათისთვის მიწევს ჭამა, და ესეგი 1საათით ადრე უნდა მივიღო ეს წამალიო. არადა ეს სწორი არაა ყოველთვის.
-ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე ხშირად გულისხმობს იმას, რომ როცა წამალს მიიღებ, სულმცირე ნახევარი საათი მაინც უნდა იყოს შუალედი ჭამამდე. შეგიძლია საერთოდაც არაფერი შეჭამო არც ნახევარი და არც 3 საათი. ანუ აზრი ისაა, რომ წამალს საჭმელი არ შეერიოს, და შენ გინდა შეჭამე მერე და გინდ არა.(ნუ, თუ წამალი არ მოითხოვს რამე საჭმლის "დაყოლებას")
-ჭამიდან 2 საათის შემდეგ გულისხმობს რომ უახლოესი 2 საათი მაინც ცარიელი უნდა გქონოდა კუჭი, და ისე მიიღო წამალი, თორემ გინდ 8 საათი იყოს გასული ჭამიდან, არ აქვს მნიშვნელობა.

ამიტომ საათების დაცდას აზრი არ აქვს, მთავარი პირობა სრულდებოდეს. ნუ, მე მეცნიერი არ ვარ და ყოველი შემთხვევისათვის, გადაამოწმეთ ექიმთან ეს რჩევები მაინც, მე როგორც ამიხსნეს, ის დავწერე.