რჩევები მოპედის შესახებ (ყიდვისას)

* არსებობს სხვადასხვა მოპედები "ძრავის მოცულობის" : 50 კუბიანი(0.05), 100 კუბიანი(0.1) და ა.შ.
------ ამჟამად 50 კუბიან მოპედებს მართვის მოწმობა არ ჭირდებათ (2015წ). მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 60კმ/სთ აქვთ.
* შეამოწმეთ 100 კილომეტრზე რამდენ ლიტრს წვავს (წესით 3 ლიტრია ნორმა).
* აუცილებლად იყიდეთ კასტა! უკასკოდ არ იყოთ! და "იაფიანი" კასკა კი არ აარჩიოთ, არამედ დაფიქრდით, რამდენ ლარად გიღირთ საკუთარი "თავი"? ხოდა იყიდეთ ხარისხიანი კასკა - ჯანმრთელობის ფასია, ერთხელ ყიდულობთ და ტუფტა არ იყიდოთ (ხლამი კასკა - ასფალტზე რომ დააგდო, ეგრევე რო ტყდება... ნუ, ხშირად ჩინურებიც უხარისხოა.. )
* აუცილებლად ქონდეს მოპედს სარკეები !
* გირჩევთ, და კარგი იქნება დაიმახსოვროთ: თვითონ მოპედის ტარება მაინცდამაინც სახიფათო არაა, იმიტო რომ ძალიან სწრაფადვე შუეძლია დატორმუზება. მაგრამ ხიფათი მოდის მანქანებიდან: როცა 100კმ-ით დადიან და ასეთი მანქანა ზურგს უკან მოგყვება, შორიდან შენ ჯერ კიდევ ვერ ამჩნევ მას, და შეიძლება ერთი ოდნავ მიუხვიო-მოუხვიო, და ამ დროს 2 წამში უკვე ის მანქანა შენთან გაჩნდება და შეიძლება დაგეჯახოს. ამიტომ, მოგატყუებთ, რო გითხრათ უხიფათო არის-თქო (მითუმეტეს საქართველოში) მაგით მოძრაობა-თქო.. თუმცა ძალიან ყურადღებით თუ იქნებით და თავის კონტროლს შეეცდებით, შეიძლება გამოგადგეთ.. მარა მაინც გაითვალისწინეთ რა, ავარიის დროს "მანქანა" კი არ ზიანდება, არამედ მოპედის მძღოლი.. ასევე, სველ ან სილიან ასფალტზე სიარულისას ფრთხილად იყავით, არ მოცუდრეს, განსაკუთრებით მოსახვევში..
* "გრუჩიტელი" ხმაურიანი არ ქონდეს - გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მოგიწევთ თვეები გაატაროთ თქვენ მოპედზე.. თქვენს ირგვლივ სხვა ადამიანებზეც იზრუნე, რომ არ შეაწუხო ისინი შენი არსებობით, და მისვლა-მოსვლის დროს სხვები ხმაურით არ შეწუხდნენ.. ეცადეთ, რაც შეიძლება ჩუმი მოპედი იყოს. გაუწიეთ ანგარიში სხვა ადამიანების სიმშვიდეს..
* ბორბლები კარგ მდგომარეობაში ქონდეს.
* ბენზინის მაჩვენებელი უმუშავებდეს,რომ მიხვდეთ რამდენი ლიტრია დარჩენილი.. თუარადა, ყოველთვის გაწვალებული იქნებით.
* არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სხვა ადამიანების გაქურდვა. სამწუხაროა, მარა რას ვიზამთ... თქვენი მოპედის დასაცავად შეგიძლიათ გამოიყენოთ - /bike-gps-tracker


====
სხვა:
- მოპედის შეკეთება
- მოპედის აჩქარება