უცხოეთში (საზღვარზე) გატანის ნებართვა ხელოვნების ნიმუშისთვის

(2018 წ)

იმისათვის რომ ხელოვნების ნიმუში (სურათი, ნახატი, ილუსტრაცია ან ა.შ.) საზღვარგარეთ წაიღოს ადამიანმა, საჭიროა წინასწარ ამ ნივთის გატანის ნებართვა აიღოს, რადგან კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს აქვს მიღებული ეს რეგულაცია.


ნებართვის აღება შესაძლებელია ინტერნეტითაც - საჭიროა ელექტრონულად, ფოსტაზე გადაეგზავნოთ:
- ნაშრომისთვის გადაღებული ფოტო
- ნაშრომის ზომები (სანტიმეტრებში)
- ნაშრომის ავტორის სახელი-გვარი
- გამტანი პიროვნების პასპორტის ან პირადობის სურათი
- ქვეყნის დასახელება სადაც ჩააქვს
- საბანკო ანგარიშზე (სახაზინო კოდი 300773100 ; 14 ლარია გადასარიცხი) ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის სურათი (შესაძლებელია ელ.ვერსიაც)


უფრო დაზუსტებით დეტალები (იმეილი, ანგარიშის ნომერი...) გაარკვიეთ ცხელ ხაზზე, ასევე რამე ცვლილება თუა მომხდარი დააზუსტეთ.
ცხელი ხაზია: 932398
ორი სამუშაო დღის მერე მზად იქნებაო ნებართვა.