მოპედის აჩქარება
1) remove washer(variator restrictor) (6:58 წუთზე არის ნაჩვენები ეგ რაღაც washer-ი, რომელიც შეიძლება რომ მოცილდეს სამუდამოდ. ინტერნეტში სხვბიც ამბობენ, საერთოდ მოვაცილეო ჩემსასო და აჩქარდაო [5-10კმ/სთ]).
აგერ არის ნაჩვენები, თუ როგორ მუშაობს "რემენი"(3:05 წუთზე). ეგ ე.წ. washer-ი ხელს უშლის რომ ორი დისკო ერთმანეთს მიუახლოვდეს,შესაბამისად "რემენი" ცენტრს ვეღარ შორდება მეტით. ხოლო მაგ washer-ის მოცილებისას კი დისკოები კიდევ რამოდენიმე მილიმეტრით მიუახლოვდებიან ერთმანეთს, რაც გამოიწვევს რემენის კიდევ უფრო მეტ დაშორებას ცენტრიდან. შესაბამისად აჩქარდება მოპედიც.
პ.ს. ნუ, პასუხისმგებლობა უშუალოდ გამკეთებელმა აიღოს თავის თავზე, რადგანაც ვიდეოზე ნაჩვენები შეიძლება ყველა მოპედზე არ იყოს კარგი. ამიტომ გაიაზრეთ რა ცვლილებას აკეთებთ, რამე არ გააფუჭოთ.. (ნუ ამ ვიდეოებში კიდევ არაფერი სახიფათო არ ჩანს, მარა სხვა ვიდეოებში არ ვიცი რა ინსტრუქციებია, ტყუილა დრო არ დაკარგოთ.. თუ არ გეხერხებათ "ჩხირკედელობა", ტყუილა ხელს ნუ მოკიდებთ, მერე რამე არ გაართულოთ:) )
(ასევე,როცა რემენი ძალიან გათხელებულია, ჯობია ახლით(განიერით) შეიცვალოს,რადგან სავარაუდოდ რაც უფრო განიერია, მით უფრო აღარ ჩავა ცენტრისაკენ, და დიდ ბრუნზე იქნება ჩენარჩუნებული... თუმცა მგონი წვალებად არ ღირს, ჰა-ჰა 10კმ/სთ-ით თუ ააჩქარებს,ეგეც საკითხავია..)
--- რჩევები მოპედის შესახებ
--- მოპედის შეკეთება
============================რჩევები მოპედისათვის============================
1) უკასკოდ არ იაროთ.ეგრევე შეიძინეთ კასკა. რამდენ ლარად გიღირთ თქვენი თავი? ხოდა თავის მოფრთხილებაში გადაიხადეთ შესაბამისი თანხა, და იაფფასიან ჩინურ უხარისხო კასკას ნუ ენდობით, ქვის დარტყმაზეც რომ ტყდება კასკა..არამედ ხარისხიანი,გამძლე კასკა იყიდეთ!!!
2) ტრასაზე,გზაზე არის მოძრაობის ზოლები. ზოლის განაპირას ნუ ივლით, არამედ დაიკავეთ ერთი ზოლი მთლიანად, ისე როგორც მანქანა იკავებს ერთ ადგილს. რადგანაც ამ შემთხვევაში მანქანები ყურადღებას მოგაქცევენ და ერთ მთლიან "ტრანსპორტად ჩაგთვლიან" და სხვა ხაზში გადავლენ. ხოლო თუკი გზის განაპირას მიიჭუჭყნებით, მაშინ ზედაც არ შემოგხედავენ მანქანები და ახლოს მოვლენ და გვერდზე მიგჭყლეტავენ. ამიტომ, დაიკევეთ ერთი ზოლი მთლიანად, როგორც ერთი ჩვეულებრივი მანქანა აკეთებს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
მაგარი პოსტია <3 დიდი მადლობა
ReplyDelete