wamlis-migeba-chamis-shemdeg-win

ჭამის წინ - ჭამის შემდეგ


ხშირად ამბობენ წამლებზე:
"მიიღეთ ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე".... ანდა ......"ჭამიდან 2 საათის შემდეგო."
ყოველთვის ეს ასე არ შეიძლება ითქვას, რადგან ადამიანს გონია, რომ აი, მაგალითად, 2 საათისთვის მიწევს ჭამა, და ესეგი 1საათით ადრე უნდა მივიღო ეს წამალიო. არადა ეს სწორი არაა ყოველთვის.
-ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე ხშირად გულისხმობს იმას, რომ როცა წამალს მიიღებ, სულმცირე ნახევარი საათი მაინც უნდა იყოს შუალედი ჭამამდე. შეგიძლია საერთოდაც არაფერი შეჭამო არც ნახევარი და არც 3 საათი. ანუ აზრი ისაა, რომ წამალს საჭმელი არ შეერიოს, და შენ გინდა შეჭამე მერე და გინდ არა.(ნუ, თუ წამალი არ მოითხოვს რამე საჭმლის "დაყოლებას")
-ჭამიდან 2 საათის შემდეგ გულისხმობს რომ უახლოესი 2 საათი მაინც ცარიელი უნდა გქონოდა კუჭი, და ისე მიიღო წამალი, თორემ გინდ 8 საათი იყოს გასული ჭამიდან, არ აქვს მნიშვნელობა.

ამიტომ საათების დაცდას აზრი არ აქვს, მთავარი პირობა სრულდებოდეს. ნუ, მე მეცნიერი არ ვარ და ყოველი შემთხვევისათვის, გადაამოწმეთ ექიმთან ეს რჩევები მაინც, მე როგორც ამიხსნეს, ის დავწერე.

2 comments: