ფსალმუნთა კითხვის წესი

წყაროები:
patriarchate.ge/?action=text/fsalmuni;
sainttamar.org/ფსალმუნნი/;
sainttamar.org/wp-content/uploads/PDF/davitnis_kitxvis_cesi.pdf;

ზუსტად ვერ გავიგე ფსალმუნთა კითხვის წესი, მარა 3ნაირი ვნახე:
პირველი
"დიდება"-ს დროს მლოცველი ამბობს:
(ზუსტი წესი შეგიძლიათ ნახოთ ამ ზემოთ მოცემულ, მესამე მისამართზე.)

მეორე
"დიდება"-ს დროს მლოცველი ამბობს:
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).
უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა,
აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი
ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ,
განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე
გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და
მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა
სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).

აცხოვნე უფალო და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი მამაჲ
ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი,
ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი,
პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი
ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და
ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).

აცხოვნე უფალო და შეიწყალენ მონანი და მხევალნი შენნი: (სახელები).

განუსვენე ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა:
(სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს
ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი
დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო
ხსენება (მეტანია).

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მესამე
"დიდება"-ს დროს მლოცველი ამბობს:
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3ჯერ).
უფალო შეგვიწყალენ (3ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

როცა კანონის კითხვას დავასრულებთ, მაშინ მესამეჯერ "ალილუა..."ს თქმაზე ვიტყვით:
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა! და დასრულდება.

( უკეთუ ვინმეს უშუალოდ ვახსენებთ კითხვისას საჯანმრთელოდ ანუ განსვენებისათვის,
მაშინ ქვემოთ მოცემულ შესაბამის ლოცვას დავუმატებთ:1)ან ყოველი “დიდების” დროს
2) ან კანონის დასასრულის შემდეგ, (როგორც მკითხველს ენებება. )

ლოცვა მიცვალებულთათვის
წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულთა მონათა და მხევალთა შენთასა (მათი
სახელები), სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ
სიხარული და ცხორება იგი დაუსრულებელი.

ან ეს: მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა
შენთანი, მშობელთა ჩემთანი და ყოველთა ტომ-მონათესავეთა ჩემთანი, სულიერთა და
ხორციელთანი (მათი სახელები), და სასოებით მკვდრეთით აღდგომისა და
საუკუნოისა ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულთა მამათა, ძმათა, დედათა და დათა,
მიუტევენ მათ ყოველივე შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება.

ლოცვა ცოცხალთათვის
აცხოვნე, უფალო და შეიწყალენ მშობელნი ჩემნი, ძმანი და ყოველნი ნათესავნი
ჩემნი, სულიერნი და ხორციელნი (მოიხსენე სახელები), და ყოველნი მახლობელნი და
მეგობარნი ჩემნი და მიანიჭე მათ მშვიდობა შენი და აღავსენ იგინი ყოვლითა კეთილითა.

უკეთუ სასულიერო პირთათვის ევედრებოდეთ, იტყვით:
აცხოვნე, უფალო და შეიწყალე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია,
ყოვლადსამღვდელონი მღვდელმთავარნი, პატიოსანნი მღვდელნი და დიაკონნი
(თითოეული ხარისხის ხსენებისას ჩაურთავთ მათ სახელებს) და ყოველნივე ზიარნი
ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა
და ლოცვითა მათითა მეცა, ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე.

4 comments:

  1. me vkitxulob bibedis mere didebas vambob aliluis samjer da vso esegi ese shecdoma?

    ReplyDelete
  2. დამწყები ვარ ფსალმუნების კითხვაში. შეგიძლიათ ამიხსნათ რა დროს იკითხება და რა დროს არა?! დღესასწაულების მხრივ არ ვიცი

    ReplyDelete