შპს რეგისტრაცია

შპს დარეგისტრირება:

(თუკი my.gov.ge-ზე გაქვს პაროლი, მაშინ შედი და "ბიზნესის" განყოფილებიდან შეგიძლია ინტერნეტითაც დაარეგისტრირო)

1) თუ იურიდიული მისამართი არ გაქვს, შეგიძლია გამოიყენო საკუთარი(მამის) სახლის მისამართი. ამისთვის, მშობელმა/მამამ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი უნდა აიღოს ( naprweb.reestri.gov.ge ან my.gov.ge) და ნოტარიუსთან დაამოწმოს დოკუმენტი (თანხმობა, რომ მისმა შვილმა ბინა გამოიყენოს იურიდიულ მისამართად). [შესაძლებელია მამა წამოგყვეს და იუსტიციის სახლში ადგილზე დაამოწმოთ ეგენი..უბრალოდ რიგებში დგომა მოგიწევთ..]

2) წესდება შეადგინო (ადგილზევე 5 ლარი ღირს, ანდა ნოტარიუსს დაამოწმებინე და ისე მიიტანე) [ნიმუშები: http://napr.gov.ge/?m=383 ]
+ კრების ოქმი (სადაც დეტალურად იქნება გაწერილი რომელი დამფუძნებელი რა თანამდებობაზე ინიშნება, როგორ ინიშნება და რა უფლება/მოვალეობები აქვთ, ეს არ არის აუცილებელი (წესით) მაგრამ მაინც)დაამტკიცებინე ნოტარიუსში

3) საჯარო რეესტრში(იუსტიციის სახლში) :
------ ა) ბიზნესის დარეგისტრირების დოკუმენტები არის წარსადგენი და ადგილზე გადასახდელია 100 ლარი.
------ ბ) (თუ ჯერ არ გაქვს,მოითხოვ my.gov.ge-ზე ავტორიზაციისათვის პირადი ელექტრონული სახელს და პაროლს.)
4) ბანკში ანგარიშია გასახსნელი
5) დასადებია ფორმალური ხელშეკრულება(მისი წარდგენა არსად არაა საჭირო). საჭიროა: ქირავნობის ხელშეკრულება (თუკი ვინმესგან რამეს იქირავებ); შრომითი ხელშეკრულება(მუშახელს რომ უნდა დაუდო);
6) ხელფასები გადასახდელია მათ საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდეგ საშემოსავლო დასაანგარიშებელია და გადასახდელია საშემოსავლოს ანგარიშზე.

7) ბეჭდები უნდა დამზადდეს კომპანიისათვის, სპეციალურ მაღაზიებში მალევე ამზადებენ ბეჭდებს (დაძებნეთ გუგლში: ბეჭდების,შტამპების დამზადება იაფად )

1 comment: