კომპიუტერის სკამი - ასეთი არ იყიდოთ

კომპიუტერის სკამს ვინც არჩევთ (მაგალითად, დიდი ხანი ვისაც უწევს ჯდომა, ან პროგრამისტების, ან ნებსიმიერი სხვა პროფესიისთვის), თბილისში ძალიან რთულია შერჩევა (ნუ, როცა მე ვიყიდე მაშინ არვიცოდი) და "საბა"-ში იყო შედარებით ყველაზე დიდი არჩევანი, და შეცდომით ეს ვიყიდე,თან საკმაოდ ძვირია და თან "არეკლამებენ" ამგვარ სკამებს:


მაგრამ მალე მიხვდებით რა ნაგავიცაა. ნახევარი წელიც არაა გასული და უკვე ახალი სკამის ყიდვისთვის ვემზადები, რადგანაც სრულიად მოირყა (არც მძიმეწონიანი არ ვარ, და სკამსაც კარგად ვექცევი), მარა საკმარისი იყო რამოდენიმეჯერ რეგულირების მცდელობა, და უკვე აღარ მუშაობს რეგულატორი, სკამი მთლიანად ირყევა, ჭრიჭინებს (დაზეთვიდან რამოდენიმე კვირაში ისევ ჭრიჭნებს) და მოკლედ, პირდაპირ რო ვთქვა, ლამაზი შესახედავი ნაგავია ეს სკამი, ვერც მიეყრდნობი, ვერც დაისვენებ და მოკლედ რა.. 

სხვა რომელია კარგი არვიცი, მარა შეცდომით თქვენც ეს არ იყიდოთ. ვისაც ასეთი სკამი ქონია, დამეთანხმება (ნუ, თუ უცხოეთში ნაყიდი ბრენდისაა, შეიძლება ხარისხიანი იყოს, მარა საქართველოში თითქმის ყველაფერი ნაგავი ჩანს, თუ რამე გამონაკლისი არაა). 
უფრო გირჩევთ, მყარი სავარძლები იყიდოთ.ergo.ge -ს სკამები არ მიცდია.

p.s. არც ის "სკამს რო მოყვება ბალიშები" არაფერს აკეთებს წესიერად, არ გამომადგა, ჯობია რამე ბალიში თქვენ თვითონ იყიდოთ და დაამაგროთ მოკლე თოკით ან სადაც მოგინდეთ თქვენ. ნუ, მე ახლა ზამთარში ამას ვხმარობ და მირჩევნია თავის სამაგრად: )

No comments:

Post a Comment