მომზადების წესი კოლონოსკოპიისთვის
გამოკვლევის წინა დღეს დღის პირველი საათის (13:00 სთ) შემდეგ აკრძალულია ყველანაირი საკვების და სასმლის (გარდა წყლისა) მიღება მეორე დღის გამოკვლევის დასრულებამდე. დღის პირველ საათამდე შეიძლება მიიღოთ მხოლოდ რძის ნაწარმი (მაწონი, რძე, არაჟანი, იოგურტი).
გამოკვლევის წინა დღეს გახსენით 4 პაკეტი ფორტრანსის ფხვნილი 4 ლიტრ წყალში, შესაბამისად დამზადდება 4 ლიტრი წყალში გახსნილი ფორტრანსის ხსნარი.
მიღებული ხსნარის დალევა უნდა დაიწყოთ გამოკვლევის წინა დღეს 15:00 საათიდან, 0,5 ლიტრი ყოველ მომდევნო ნახევარ საათში ერთხელ (ანუ ხსნარის მიღებას დაამთავრებთ 19:00 საათზე). ხსნარის მიღების პარალელურად დაგეწყებათ ინტენსიური და მრავალჯერადი ნაწლავის მოქმედება ფაღარათით.
გამოკვლევის დღეს პაციენტი კვლევაზე უნდა გამოცხადდეს უზმოზე.
komentari: es ragac axali wesia, 50 lariani wamalia sachiro, mashin roca 2 lariani naxshirit ketdeboda adre
No comments:
Post a Comment