ზეთი
- ჯობია მაქსიმალურამდე არ იყოს გავსებული, ზედმეტი ზეთიც ცუდია
- ყოველთვის გედოთ მანქანაში 1 ლიტრა დასამატებელი ზეთი (იგივე პარამეტრის რაც ასხია)
- ზეთის შემოწმებისას თუ ზეთი ძაან მუქი ფერისაა, სავარაუდოდ გამოსაცვლელია ზეთი რადგან წვა არ ხდება კარგად
- დაახლ. 10 000 კილომეტრზე ცვლიან მთლიანად მატორის ზეთს
- გადაცემათა კოლოფით (ავტომატიკის) ზეთი დაახლოებით 60-100 ათას კმში ერთხელ უნდა გამოიცვალოს
სითხეები
- სამუხრუჭე სითხე 3 წელიწადში ერთხელ აუცილებლად გადაამოწმეთ, რომ დუღილის კოეფიციენტი არ ქონდეს დავარდნილი (თორემ მოულოდნელად შეიძლება მუხრუჭმა გიმტყუვნოთ და სრულად აღარ დაიჭიროს)
- ანტიფრიზი 5 წელში ერთხელ მაინც უნდა გამოიცვალოს
- კონდიციონერის სითხე 3 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შემოწმდეს, რადგან წელიწადში ფრეონის დაახლოებით 12%-ს კარგავს და ეს სიცარიელე აზიანებს საბოლოო ჯამში.
საბურავები
- ერთხელაც თუ გადაატარებთ საბურავს წვეტიან ადგილას, მაგალითად:
საკმარისია რო დეფორმირდეს საბურავის მთლიანობა(შეიძლება ვიზუალურად ვერ შეატყოთ მარტივად) და მაღალ სიჩქარეზე შეიძლება არამდგრადი იყოს. ამიტომ უფრთხილდით საბურავის დაზიანებას. ასევე შეამოწმეთ ნახმარ საბურავს აყენებთ.
- პროტექტორების სიმაღლე მინიმუმ 2.5 მმ უნდა იყოს
- შეამომეთ საბურავების წნევა რომ იყოს განკუთვნილ მაჩვენებელზე, რათა არასაჭირო ცვეთა აირიდოთ
- სტანდარტების მიხედვით, 7 წლის შემდეგ უხმარი სათადარიგო საბურავიც ძველდება, ამიტო ფრთხილად იყავით ამგვარი საბურავის გამოყენებისას (ყველა საბურავს აწერია გამოშვების 4ნიშნა ნომერი, მაგალითად 0815 (რაც ნიშნავს 2015 წლის 081 თვეს)
მინის-საწმენდები ("ჩისტიტელები")
- ზაფხულში სითხეში ცოტა შამპუნის მსგავსი ჩაამატეთ, კარგად აცილებს ხის/მწერების/სხვადასხცვა ცხიმებს
- გაფუჭებული ჩისტიტელის გამოცვლის ნაცვლად შეგიძლიათ იქონიოთ მსგავსი რამე ასეთი
სხვადასხვა
- შეეცადეთ ტახომეტრი 2000-ს იშვიათად ააცილოთ
- საწვავის ეკონომიისთვის რჩევაა, რომ ძველებური მანქანანები (სტარტ/სტოპი რომლებსაც არ აქვთ) თუ გაჩერებულია შუქნიშანზე 40-50 წამზე მეტი, ჯობია ჩააქროთ ძრავა. მაგრამ თუ მხოლოდ დაახლ.20 წამი ჩერდებით, ჯობია ახლიდან დაქოქვა აღარ მოგიწიოთ.
- მანქანაში დამატებითი უქმი ტვირთი ხანგრძლივად არ იქონიოთ, ტყუილად საწვავის ზედმეტი ხარჯია.
- ცუდ გზაზე სწრაფად არ იაროთ, რადგან მარტო ამორტიზატორები კი არ ზიანდება, არამედ ვიბრაცია მთლიანად მანქანის სტაბილურობას ვნებს გრძელვადიან პერიოდში (მიერთებები/კონტაქტები/ა.შ.)
- სალონის & ძრავის ფილტრი დაახლოებით 15 000კმ-ში (ან 2 წელში) ერთხელ მაინც უნდა გამოიცვალოს, რომ სუფთა ჰაერი გქონდეთ (თუ გამოცვლას ვერ ახერხებთ, საგულდაგულოდ გაასუფთავეთ სანამ გამოცვლით)
-საწვავის ფილტრი 20 000 კმში ერთხელ
-სამუხრუჭე ხუნდები 20 000კმ-ის მერე
