edon Mini 200 lv 200/250/300 etc
სამედიცინო ინსტრუქცია
- ყველაზე მთავარი, რაც სამწუხაროდ არ იცის ბევრმა: შედუღების აპარატი გამოსცემს უდიდეს UV რადიაციას (https://www.google.com/search?q=welding+radiation+carcinogen) და რომ აირიდოთ კანის კიბოს (მელანომის) საშიშროება, ამიტომ შიშველი კანი არსად არ უნდა გიჩანდეთ: ეს უნდა იყოს სპეციალური მატერიის ტანსაცმელი და ხელთათმანები, რომელსაც იყენებენ შემდუღებლები. გამოუვალ სიტუაციაში, როცა მაგაზე არ მიგიწვდებათ ხელი, მაშინ დროებით ტყავის ან სხვა სქელი გაუმტარი მატერიის ტანსაცმელი მაინც გამოიყენეთ, არაფერს სჯობია. წარსულს ვერ შეცვლით მარა მომავალში აუცილებლად ასე მოიქეცით რომ აიცილოთ კიბოს გაზრდილი რისკი. ასევე, შიშველი თვალით შორიდანაც კი არ შეხედოთ შედუღების ნათებას, რადგან მზის ყურებაზე უფრო უარესი ეფექტი აქვს და ცუდად მოქმედებს თვალის ბადურაზე.- შიშველი კანით/თმით არ შეეხოთ სვარკაზე წრედში დაერთებულ ნივთს.
- მიწასთან არ გქონდეთ პირდაპირი კონტაქტი შიშველი კანით.
- შნურების შეერთება/გამოძრობა მხოლოდ გამორთულზე ქენით
- არ იმუშავოთ სველ (ნესტიან) გარემოში.
- არ იმუშავოთ ცეცხლსაშიშ (აალევაბ) გარემოში.
- არ იმუშავოთ გაუნიავებელ სივრცეში, რადგან შედუღების კათოდი გამოყოფს მაღალ კარცინოგენულ კვამლს, რომელიც არ უნდა შეისუნთქოთ! თუ გაქვთ საშუალება დაიდგით მანიავებელი ვენტილატორი რომ კვამლს დაუყონებლივ ფანტავდეს თქვეგან შორს.
ტექნიკური ინსტრუქცია
- რეგლამენტის მიხედვით საჭიროა შედუღბის აპარატს ქონდეს დამიწებაც- აპარატის უკანა ვენტილატორის მხარე არ უნდა იყოს დაგმანული, რომ არ გადაახუროთ აპარატი
- დროდადრო თუ მტვერი ჩაგროვდა აპარატში, ჰაერის ზომიერი ჭავლით გაწმინდეთ
- აპარატი ძაან დახრილად არ უნდა იდოს მუშაობისას
- “შებრუნებული პოლარობა“ როცა არის საჭირო მწარმოებლის რეკომენდაციით (მაგალითად, არასტაბილური შედუღება, ნაპერწკლები, მიკრობა...) საჭიროების დროს, ელექტროდის ხაზი შეართეთ ნეგატივის ადგილში, ნულოვანი კი პოზიტივში.
- აპარატს აქვს ავტომატური დაცვა გადახურების/ზედმეტი ვოლტაჟის/ ა.შ. შემთხვევაში გაითიშება.
- სიძლიერის ღილაკი დაყენებული უნდა იყოს ელექტროდის სისქის შესაბამისად. დაახლ:
- 1 მმ | 20-60 ამპერი | 21-22 V
- 2 მმ | 70-100 ამპერი |
- 3 მმ | 100-140 ამპერი | 23-24 V
- 4 მმ | 170-200 ამპერი |
- 5 მმ | 220-270 ამპერი |
- 6 მმ | 260-300 ამპერი | 26-32 V
- თუ გადახურების მაჩვენებელი ირთვება, 15 წუთი შეიძლება დაჭირდეს გაციებას. ანდა გათიშეთ 30 წამი და ჩართეთ. თუ მაინც ანათებს, ესეგი დიოდების / ტრანსორმერების / პლატის პრობლემა შეიძლება იყოს
თუ მოწყობილობა არ მუშაობს:
- თუ კარგად ვერ მუშაობს, შეიძლება არასაკმარისი ძალის დენი მიეწოდებოდეს, თვალყური ადევნეთ აპარატის ეკრანს (თუკი აქვს)
- ვიზუალურად შეამოწეთ მოწყობილობა (გამორთულ მდგომარეობაში!) რომ ყველაფერი კარგად არის.
- დააკვირდით მუშაობს თუ არა ვენტილატორი.
- გადახურების ნათურა ციმციმებს: დაუცადეთ ცოტა ხანი სანამ გაგრილდება. თუ ისევ გრძელდება, Thermal Switch შეიძლება იყოს გამოსაცვლელი
- ჩართულია მოწყობილობა, ვენტილატორიც მუშაობს, მარა ნათურა არ ანათებს: სავარაუდოდ დაზიანებულია Control PCB
- ჩართულია მოწყობილობა, მარა არ რეაგირებს შემდუღებელი და Protection LED გამორთულია: სავარაუდოდ დაზიანებულია Control PCB
- თუ კემპიანი აპარატია, შეამოწმეთ რამდენად კარგი/სწორი მავთული დევს