ეს არ წარმოადგენს ოფიციალურ რჩევას, უბრალოდ მიახლოებით მოცემულობას რაც მე ვიცოდი:
სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 60 წლამდე თუ:
ბოლო ერთი წლის განმავლობაში:
ადამინი, ვინც დონორობას აპირებს, უნდა იცოდეს შემდეგი:
სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 60 წლამდე თუ:
- თქვენი წონა - 50-კგ და მეტია;
- არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები B და C,
- სიფილისი, ტუბერკულოზი;
- არ ხართ ინფიცირებული აივ ინფექციით;
- არ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;
- არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში:
- არ გქონიათ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია;
- არ გაგიკეთებიათ ტატუ;
- არ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;
- ქალებს ბოლო 6 თვის მანძილზე არ ჰქონიათ ორსულობა.
- დონაციის დღეს, დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი - არ უნდა ჰქონდეს სიცხე, სურდო, კატარი, სხვა გრიპოზული მოვლენები.
ადამინი, ვინც დონორობას აპირებს, უნდა იცოდეს შემდეგი:
- სისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის;
- სისხლის დონორმა დონაციის ანკეტაში შეტანილ ყველა შეკითხვას გულახდილად უნდა გასცეს პასუხი;
- თუ სისხლის ჩაბარების შემდეგ გაგახსენდათ რაიმე მიზეზი, რომლის გამოც თქვენი სისხლის გამოყენება არ არის სასურველი, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ სისხლის ბანკს, თუნდაც მიზეზის მითითების გარეშე;
- სისხლის ჩაბარება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში;
- სისხლის ჩაბარების დღეს უმჯობესია დილით მსუბუქად წაიხემსოთ და მიიღოთ ტკბილი ჩაი. თავი უნდა შეიკავოთ თამბაქოსა და ანალგეტიკების მიღებისაგან;
- სისხლის ხელმეორედ ჩაბარება შეიძლება 2 თვის შემდეგ;
No comments:
Post a Comment