სისხლის გადასხმის წინაპირობები

ეს არ წარმოადგენს ოფიციალურ რჩევას, უბრალოდ მიახლოებით მოცემულობას რაც მე ვიცოდი:

სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 60 წლამდე თუ:


  •     თქვენი წონა - 50-კგ და მეტია;
  •     არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები B და C,
  •     სიფილისი, ტუბერკულოზი;
  •     არ ხართ ინფიცირებული აივ ინფექციით;
  •     არ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;
  •     არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი.


ბოლო ერთი წლის განმავლობაში:


  •     არ გქონიათ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია;
  •     არ გაგიკეთებიათ ტატუ;
  •     არ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;
  •     ქალებს ბოლო 6 თვის მანძილზე არ ჰქონიათ ორსულობა.
  •     დონაციის დღეს, დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი - არ უნდა ჰქონდეს სიცხე, სურდო, კატარი, სხვა გრიპოზული მოვლენები.


ადამინი, ვინც დონორობას აპირებს, უნდა იცოდეს შემდეგი:


  •     სისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის;
  •     სისხლის დონორმა დონაციის ანკეტაში შეტანილ ყველა შეკითხვას გულახდილად უნდა გასცეს პასუხი;
  •     თუ სისხლის ჩაბარების შემდეგ გაგახსენდათ რაიმე მიზეზი, რომლის გამოც თქვენი სისხლის გამოყენება არ არის სასურველი, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ სისხლის ბანკს, თუნდაც მიზეზის მითითების გარეშე;
  •  
  •     სისხლის ჩაბარება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში;
  •     სისხლის ჩაბარების დღეს უმჯობესია დილით მსუბუქად წაიხემსოთ და მიიღოთ ტკბილი ჩაი. თავი უნდა შეიკავოთ თამბაქოსა და ანალგეტიკების მიღებისაგან;
  •     სისხლის ხელმეორედ ჩაბარება შეიძლება 2 თვის შემდეგ;